6 საკვები, რომელიც ცივი სეზონის გადალახვაში დაგეხმარებათ
გარდა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებისა, რაც ჰაერის ტემპერატურაში და შესაბამისად, ჩაცმულობაში გამოიხატება, ზამთრის სეზონი თქვენს სხეულზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს.
ამ პერიოდში იცვლება საკვებისდამი დამოკიდებულება, მეტაბოლიზმი და ენერგიის დონე. დიდია ცდუნება, რომ გამოტოვოთ ფიზიკური აქტივობები და უფრო ხშირად მიირთვათ ცხელი, ნოყიერი საკვები და სასმელი. თუ ეს თქვენთვის ნაცნობი გრძნობაა, შეგახსენებთ, რომ მარტო არ ხართ...
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი გააკეთოთ და დაელოდოთ ზაფხულის დადგომას, რათა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით აიღოთ. ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და იმუნიტეტის გაძლიერების საიდუმლო თქვენი კვებაა. გთავაზობთ რამდენიმე საკვებს, რომელიც ზამთრის სეზონზე აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.
1. ცხელი წვნიანი ზამთრის კლასიკური არჩევანია
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები, რომელიც ზამთრის კომფორტულად და თბილად გატარებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ამ კერძისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, თავიდან უნდა აიცილოთ ბევრი მარილი, ცხოველური ხორცი და ნაღები. თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი წვნიანები, რაც წყლის ბაზაზეა დამზადებული და ბევრ ბოსტნეულს შეიცავს.
2. მიიღეთ თბილი რძე
რძე და სხვა ქვეპროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, ყველი და ა.შ. შესანიშნავი არჩევანია ზამთრისთვის. ეს იმიტომ, რომ ისინი შეიცავს B12 და A ვიტამინებს, ცილებს და კალციუმს, რომლებიც აუმჯობესებენ ადამიანის ჯანმრთელობას.
ადამიანების უმეტესობა ზამთარში მარტივად ცივდება. თბილი რძის ხშირი მიღება კი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ავადმყოფობა. თუმცა, უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო ან დაბალცხიმოვან რძეს. ასე, გაცილებით მარტივად შეამცირებთ კალორიების რაოდენობას და თავიდან აიცილებთ წონაში მომატებას.
3. მიირთვით ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
ორივე ბოსტნეული, ბროკოლიცა და ყვავილოვანი კომბოსტოც შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს იმუნურ ფუნქციებს. თანაც, ისინი გაყინულ მდგომარეობაშიც არ კარგავენ სასარგებლო თვისებებს.
4. დაიწყეთ დღე შვრიის ფაფით
სადილამდე ენერგიის შენარჩუნების საიდუმლო, ჯანსაღი საუზმეა. დაამატეთ შვრიის ფაფას თხილეული და ქიშმიში, ჩირი, ფინიკი და ვაშლი, თაფლი და ლიმონი. ასე, გაცილებით მარტივად შეძლებთ ჯანმრთელობისა და ენერგიის შენარჩუნებას!
5. მიიღეთ მეტი ცოცხალი ბოსტნეული
შესაძლოა ზამთარში მრავალფეროვანი ბოსტნეულის შეძენა მარტივი არ არის. თუმცა, სტაფილო, ბოლოკი და ჭარხალი ყოველთვის ხელმისაწვდომია.
6. ყველი, კვერცხი და თევზი - ზამთრის აუცილებელი პროდუქტებია!
ეს საკვები შეიცავს ვიტამინ B12-ს, რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ეს საკვები თავიდან აგაცილებთ დაღლილობას. და კიდევ უკეთესი - მათი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.