6 საათიანი დაკითხვის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა
გიორგი კალანდარიშვილმა 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მედიასთან არ გამოჩნდა.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარე საგამოძიებო უწყებაში დღეს დილით, დაახლოებით 12 საათისთვის მივიდა.
ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ამ დრომდე არ უნახავს.