როგორ შევხვდეთ 2022 წელს- მოიმარაგეთ: 6 ცალი სანთელი, 3 ცალი 2-ლარიანი, რკინის ფული
2022 წელი შავ-ლურჯი ვეფხვის წელია. ამოქმედებას პირველი თებერვლიდან იწყებს. შესაბამისად, ჩვენ პირველ თებერვლამდე 2 მასპინძელი გვეყოლება. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ორივეს პატივი უნდა მივაგოთ.
„ორივე ფიგურა საახალწლო მაგიდაზე უნდა გვქონდეს. წინ ხარს მცირეოდენი მწვანილი უნდა დავუდოთ, ვეფხვს პატრა ხორცის ნაჭერი დავუდოთ (ვეგანებმა ტკბილეული). ეს იქნება ჩვენი მხრიდან პატივისცემის ნიშანი. პირველი თებერვლიდან მხოლოდ ვეფხვის გამოსახულება დარჩება.
რადგან ეს არის წყლის სტიქიის ვეფხვი, ის შავ-ლურჯ ფერებს გვაძლევს. აქ იგულისხმება ლურჯიდან ცისფრამდე ნებისმიერი კომბინაცია. წყალი მიწის სტიქიასთან მეგობრობს, მიწის ფერებია: ყავისფერი, კრემისფერი, ბეჟი, მოყვითალო, ოქროსფერი, ეს ტონებიც მისაღებია.
ასევე, წყალი ხის სტიქიასთან მეგობრობს, მისაღები ფერებია: მწვანე და მისი ნებისმიერი კომბინაცია და მცირეოდენი აქსესუარების სახით წარმოვიდგინოთ: წითელი და იისფერი. მისაღებია ვეფხვის კლასიკური ფერი – ნარინჯისფერი. ამ ფერებში უნდა იყოს ძირითადად ტანსაცმელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ გიყვართ თეთრი ფერი, არ უნდა ჩაიცვათ. თეთრი ტონია, ამიტომ მისაღებია ნებისმიერ ფერთან.
მაგიდის გადასაფარებელზე, ტანსაცმელზე ვეფხვისთვის დამახასიათებელი რაც უფრო მეტი ზოლი იქნება, არ იქნება ცუდი. ნაძვის ხის მორთულობაც ამ ფერებში უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ – ავიღოთ 6 ცალი სანთელი ( 2+2+2), 6 – ეს არის რიცხვი, რომელსაც სიყვარულის მმართველი პლანეტა, ვენერა მართავს. ეს წელიწადი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კარგია. ვენერა ინანსებსაც მართავს და ამის გაუმჯობესების შანსებიც გვექნება.
6 სანთელი ახალ წლამდე, 15-20 წუთით ადრე ავანთოთ და პირველ რიგში ამ სანთლების მეშვეობით 2021 წელს დაემშვიდობეთ, ყველა დარდი და პრობლემა გააყოლეთ. ახალი წელი რომ დადგება, შეგიძლიათ ჩაუთქვათ ნებისმიერი სახის 6 სურვილი.
ასევე, კარგი იქნება შემდეგი რიტუალიც, ავიღოთ სამი ორ-ლარიანი და ყულაბაში ჩავყაროთ ახალი წლის დადგომისთანავე. როცა ჩავყრით ამ ორ-ლარიანებს, აქაც სამი სურვილი ჩაუთქვით. კარგი იქნება, თუ ეს სურვილები დაკავშირებული იქნება ფინანსებთან, რაღაცის შეძენასთან და ა.შ.
რადგან წყლის სტიქიის წელიწადია, დავდგათ წყლის სავსე ჯამი. წყალი არის სიმბოლო, რომელიც ფულს იზიდავს, ეს არის ბარაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, ფენ-შუის პრინციპებიდან გამომდინარეც. წყალში ჩავდოთ სამი ცალი 2-ლარიანი, ახალი წლის დაწყებისთანავე და გავაჩეროთ დილამდე, დილით წყლიდან ამოიღეთ და საფულით მთელი წელი ატარეთ“, – უთხრა „პრაიმტაიმის“ მკითხველს მიხეილ ცაგარელმა.