თეგებით ძიება

„პატიმარს რომ ციხეში გადაიყვანენ ამაში რა არის განსაკუთრებული?“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა.

„პატიმარი რომ ციხეში გადაიყვანეს ამაში რა არის განსაკუთრებული და უცნაური? პატიმარი არის ციხეში. მე თვითონაც ვიყავი აღშფოთებული, როდესაც შიმშილობდა და არ გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ პატიმრის ციხეში დაბრუნებაში რა არის განსაკუთრებული არ ვიცი. ვერანაირ განადგურების მცდელობას მე ვერ ვხედავ, პატიმარმა იმკურნალა და დააბრუნეს ციხეში. სააკაშვილმა რომ ისევ შიმშილობა დაიწყოს იქნება კომიკური და გაუგებარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა