თეგებით ძიება

პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს - თეა წულუკიანი

განათლების მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხიელ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სააკაშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის პატიმარია და მისი უფლებები შეზღუდულია.

„რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის გაიგებს, თუ გნებავთ შეიგნებს, რომ ის პატიმარია, აქვს უფლებები შეზღუდული, თავისუფალება აქვს აღკვეთილი, სწორედ ამიტომ არის პატიმარი და არა თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს“, - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა