თეგებით ძიება

ისტორიული გამარჯვება რომ არ მოდის დიდი ძალისხმევისა და თუნდაც მარტვილობის ხარჯზე, ეს შენ ჩემზე კარგად იცი - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:


"მინდა დავარწმუნო იმაში, რაშიც იგი ძალიან მაგრად არის დარწმუნებული. ეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული ჩვენს მიერ, შენს მიერ პირველ რიგში მიშა, რომ შეუძლებელია მორალური და ისტორიული სიმართლის თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად ხალხის საკეთილდღეოდ.

ეს ყველაფერი არის მცირე დროის საკითხი, ისტორიული გამარჯვება რომ არ მოდის დიდი ძალისხმევისა და თუნდაც მარტვილობის ხარჯზე, ეს შენ ჩემზე კარგად იცი და დარწმუნებულ ვარ, მალე ჩვენ ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ ამ ქვეყანაში, შენი ტყვეობაში ყოფნის სახით და არა მხოლოდ" - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა