თეგებით ძიება

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ - მამუკა მდინარაძე

როგორც კი ტერმინი „შერიგება“ ახსენა ვიღაცამ, იმ წუთას წავიდა ულტიმატუმები, „ჯერ სააკაშვილი გამოუშვით, მერე შეგირიგდებით“. თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ, რადგან ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ იქით არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი საუბარი იქნება საერთო ეროვნული ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, ხელისუფლება მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას.

„შერიგებაზე არა, აქ საუბარია ისეთ საკითხებზე, რაზეც შესაძლებელია ეროვნული თანხმობა შეგდეს. შერიგება არის აბსოლუტურად სხვა რამ. თუ ეს საკითხი იმდენად დავიწროვდება, რომ შერიგებაზე იყოს საუბარი, - ეს იმდენად სხვა საკითხია, ამას მოყვება უამრავი სპუკულაცია. როგორც კი სიტყვა და ტერმინი „შერიგება“ ახსენა ვიღაცამ, იმ წუთას წავიდა ულტიმატუმები და დათქმები, „ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვით, მერე შეგირიგდებით“. თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ, რადგან ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ იქით არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ეროვნული თანხმობის საკითხზე იქნება საუბარი, ისეთ საკითხებზე, რომელიც არის საერთო ეროვნული ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ და მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა