თეგებით ძიება

სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა.

„მე პირადად შეიძლება არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კომისიის შექმნაზე ვიმსჯელებთ. შეიძლება, ვიფიქროთ საჭირო ხმები შევსებაზეც კი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არ არსებული არასათანადო მოპყრობის არ არსებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა