თეგებით ძიება

საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა დღეს არის ყველაზე მაღლა ნიშნულზე - რატი იონათამიშვილი

ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას ეხება, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია საელჩოს ეს განცხადება.

"თვითონ ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენ კრიტიკა არ მოგვისმენია. ის, რომ ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების გადანაწილება სწორი გადაწყვეტილებაა, ამაზე განსხვავებული აზრი არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია ასევე, რატომ კეთდება განცხადებაში აქცენტი პოლიციის თანამშრომელზე, როდესაც სამოხელეო დანაშაულის გარკვეულ ტიპებზეა სინამდვილეში საუბარი, ან რა ხარვეზი არსებობს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით, როცა ის პროცედურები, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური და გამჭვირვალეა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა დღეს არის ყველაზე მაღლა ნიშნულზე და ეს ტენდენცია ცხადია, მომავალშიც გაძლიერდება,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ცნობისთვის, ამერიკის საელჩო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების საკითხს განცხადებით ეხმაურება. წერილში წერია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა