თეგებით ძიება

სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული - ეკა ხერხეულიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხერხეულიძის განცხადებით სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია და ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

"მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში.

2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამინს", - განაცხადა ხერხეულიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა