საქართველო-ყაზახეთის რეისები შეუფერხებლად სრულდება - საქართველოს საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები სრულდება.
უწყების ინფორმაციით, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
"ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.
რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს",- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ყაზახეთში მასობრივი არეულობის ფონზე, ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, ყაზახეთში შექმნილი ვითარების გამო ალმატის აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა, მათ შორის ვერც თბილისიდან. როგორც ყაზახური მედია წერს, ფრენები გააუქმეს "აზერბაიჯანის ავიახაზებმა", ბელარუსულმა ავიაკომპანია "ბელავიამ", არასტაბილური სიტუაციის გამო არ შესრულდა არც თბილისი-ალმატის რეისი.