თეგებით ძიება

სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა - რატი იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა - „შავი სიების“ წერა კომიკურია, არ გამოვრიცხავ, სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ე.წ. შავი სიების შექმნასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე თავს და სინამვილეში ბერიასავით იქცევა. “შავი სიების” წერა ცხადია კომიკურია, მაგრამ ამასთან აჩვენებს იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც მას გააჩნია. არ გამოვრიცხავ, საბოლოოდ, მან ამ შავ სიაში არამხოლოდ ამ ქვეყნის პატრიოტები და კეთილ სინდისიერი მოხელეები, არამედ საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს, ვიზეც მიაჩნია,რომ არასაკმარისად გააპროტესტეს მისი დაკავება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებას განცხადებით მიმართა და შესთავაზა, რომ კორუფციონერთა „შავი სიის“ იდეას დაუბრუნდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა