თეგებით ძიება

ერთადერთი ადამიანი, ვინც ოპოზიციას ყოველთვის შუაში ხლეჩდა, გიგა ბოკერია იყო - თაკო ჩარკვიანი

ერთადერთი ადამიანი ვინც ოპოზიციას ხლეჩდა შუაში, ეს იყო გიგა ბოკერია, – ასე მიმართა პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ევროპული საქართველოს” წევრ ლაშა დამენიას გადაცემა “რეაქციაში” გამართული დისკუსიის დროს.

„როცა ერთიანობაზეა საუბარი, აი რა არის ნაციონალური მოძრაობის დანაშაული და შენ ეხლა შენ დამეთანხმები,(ხაბეიშვილს). ერთადერთი ადამიანი, ვინც ოპოზიციას ხლეჩდა ყოველთვის შუაში, იყო გიგა ბოკერია.ის იყო ერთადერთი, რომელსაც მთლიანობა არ უნდოდა. არ გამოსდის, რადგან არ ჰყოფნის მასშტაბები და ასევე სააკაშვილის კომპლექსი აქვს. მას უნდოდა ოპოზიცია, თუმცა ნაციონალების მეთაურობით არა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ლაშა დამენიას თქმით, “ერთადერთი ადამიანია გიგა ბოკერია, რომელიც ყოველთვის კოალიციის მომხრე იყო. ყველაფერი გააკეთა “ევროპულმა საქართველომ”, რომ კოალიცია შემდგარიყო”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა