თეგებით ძიება

აჰა, მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ "ლეიბორისტულ პარტიაში" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყეს.

"როდესაც შალვას ფანჩატურში იკრიბებოდა ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.

თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები,"-აღნიშნავს ზარქუა.

შეგახსენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტმა აზრი დაკარგა და გუნდში დაწყებულია მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა