ქუთაისი-ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება - საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქუთაისი-ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
„ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ, რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.