თეგებით ძიება

ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური გუნდი ფასების ზრდის დონით გამოწვეულ პრობლემებზე ყოველდღიურად მსჯელობს.

„ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმუმზე არის ინფლაცია ასული, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზე არის ინფლაცია, ჩვენს მეზობელ თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა და წლიური მაჩვენებლით 46%-ს აღწევს. თან მიმდინარეობს ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე, როდესაც ჩვენთან, ლარი არის საკმაოდ მყარი და სტაბილური“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დროებითია და ეროვნული ბანკის პროგნოზით, ვითარება გაზაფხულზე გამოსწორდება.

„ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს - 3-4% მაქსიმუმი. თუმცა, რა თქმა უნდა არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურებისა და ინფლაციის მოთოკვის პროცესში“, - აღნიშნა თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა