თეგებით ძიება

სააკაშვილის ტყვეობა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპატიმრებას ნიშნავს - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ასევე მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის გზები, გამოსავალი - რას მიიღებენ მოქალაქეები მას შემდეგ, რაც რეჟიმი დასრულდება და არ დაგვავიწყდეს, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი, რომელსაც 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია საქართველოში, გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, არადა სააკაშვილს უკრაინაში ამ მიმართულებით აქტიურად იყენებდნენ. კარგად უნდა გაიაზროს ჩვენმა მოქალაქემ, რომ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპატიმრებას, ანუ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის დაპატიმრებას.

პოლიტიკური საბჭოს როდესაც იმართება იქ იღება კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა