თეგებით ძიება

ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც იქნება ქვეყანაში გარღვევა და მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე - აკაკი მინაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, პარტია მუშაობს გეგმაზე, რომელიც იქნება ქვეყანაში გარღვევა და მივა ვადამდელ არჩევნებამდე.

"ვმუშაობთ ისეთ გეგმაზე რომელიც ძალიან სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ამიტომ პოლიტიკური საბჭო იმართება დღეს ამ გეგმებთან დაკავშირებით. არავინ არ მიდის ნაციონალური მოძრაობიდან, არავინ არ ტოვებს რაიმე სახის თანამდებობას. პირიქით, ძალიან მკაფიო არის ჩვენი პოზიცია, ერთიანობით, მეტი შემართებით და მეტი ორგანიზებულობით უნდა მოვიტანოთ სწრაფად ქვეყანაში ცვლილება. ყველაზე ეფექტიან პოლიტიკურ იარაღად რჩება მანიფესტაციები, აქციები და პროტესტის ფორმები, რომელიც იქნება სხვადასხვანაირი , მრავალფეროვანი, სხვადასხვა ზომის და ეს იქნება ერთ–ერთი მთავარი მიმართულება იმ კუთხით,რომ ეს მოტანს ცვლილებას ქვეყანაში", - განაცხადა მინაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა