ლარი მცირედით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0900 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.10 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5000 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4952 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2243 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.1984 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 იანვრიდან შევა ძალაში.