თეგებით ძიება

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

კარგი იქნება თუ დროებით გაერიდებით სამსახურეობრივ და ოჯახურ მოვალეობებს. მეტად დაისვენეთ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ ემოციურად.

კურო

პირად-სასიყვარულო საკითხებში ელოდეთ სიურპრიზებს. შესაძლოა დღეს თქვენს მიმართ მეტი ყურადღება გამოხატონ.

ტყუპები

სასურველია თუ დღეს მეგობრების წრეში გაატარებთ, ისაუბრეთ მათთან სამომავლო გეგმებზე. სახლში შესაძლოა შინაურებმა გარკვეული ინფორმაციით განწყობა გაგიფუჭონ და ამის გამო განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

დღეს მეტად ხართ მომართული შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისკენ, შესაძლოა არაერთი საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ, თუმცა თავი შორს დაიჭირეთ ცუდი რეპუტაციის ადამიანებისგან.

ლომი

სამსახურში თქვენი გონიერების წყალობით შექებას დაიმსახურებთ, რაც საკმაოდ კარგად აისახება თქვენს რეპუტაციაზე და იმიჯზე.

ქალწული

სამსახურეობრივ საქმეებში ელოდეთ მახრდაჭერასა და დახმარებას გავლენიანი ან ასაკოვანი ადამიანებისგან.

სასწორი

დღეს მეტ წარმატებას მოგიტანთ პარტნიორული ურთიერთობები და გუნდური პრინციპები, რაც ძალიან კარგად აისახება ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებებსა და გაზრდის თქვენს პოპულარობასა და პატივისცემას.

მორიელი

დღეს არის ალბათობა საქმეებში გარკვეულმა ბარიერებმა იჩინოს თავი. რთული სიტუაციების გამოსასწორებლად და დასარეგულირებლად მოიძიეთ საჭირო კავშირები.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა დაგიბრუნონ ვალი ან რაიმე ნივთი რომლის არსებობაც შეიძლება აღარც გახსოვდათ. კარგია დღე საყიდლებისთვის.

თხის რქა

მოუფრთხილდით თქვენს ნერვებს და საქმეები გადაანაწილეთ სხვა ადამიანებზე მათი შესაძლებლობების მიხედვით.

მერწყული

პარტნიორის მხრიდან გაგება და თავაზიანობა გიბიძგებთ გაიხსნათ და ამით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.

თევზები

თქვენს მოვალეობებს წარმატებით გართმევთ თავს, საკმაოდ ნაყოფიერია პირადი სფეროც, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო რომანტიული შეხვედრისთვისაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა