თეგებით ძიება

საქართველო არ მიიწევს დასავლეთისკენ - იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველო უნდა ატარებდეს რეფორმებს იმის დასამტკიცებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობას იმსახურებს, ამის მაგივრად კი ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის და საქართველო არ მიიწევს დასავლეთით, მისი მიმართულება საკუთარი სიღრმეებისკენაა. კელის თქმით, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ, საქართველოს ეს მდგომარეობა შემაშფოთებელია.

"თუკი წარსულის მსგავსად კიდევ ერთი "დიდი აფეთქება" მოხდება და გადაწყდება რამდენიმე ასპირანტი ქვეყნის ნატოში ერთდროულად, ერთბაშად გაწევრიანება, ბევრი იტყვის, მოიცადეთ, ჩვენ დემოკრატიული სტანდრტები გვაქვს.

საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე. მაგრამ, ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს", - განაცხადა მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა