TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

    ვერძი

    ოჯახში მოსალოდნელია შფოთი და მღელვარება, საქმეები რომელსაც დღეს დაიწყებთ ეცადეთ დღესვე დაასრულოთ. მეტი დრო გაატარეთ ახლობელი ადამიანებისა და მეგობრების წრეში.

    კურო

    ახალი ინფორმაცია მოულოდნელი შემობრუნების საშუალება იქნება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში ან სასამართლო საქმეებში. კარგი იქნება თუ ფულს უფრო გონივრულად დახარჯავთ.


    ტყუპები

    შესაძლოა მიიღოთ ახალი მომგებიანი შემოთავაზება, იმოქმედეთ არასტანდარტულად, მოუხმეთ ფანტაზიას და წარმატება თქვენსკენ იქნება.

    კირჩხიბი

    იყავით თამამი თქვენს ქმედებებში, კარგი იქნება თუ გადახედავთ და მიუბრუნდებით ძველ პროექტებს, განსაკუთრებით კი ხანგრძლივვადიან პროექტებს, მათში ფულის დაბანდებაც არ იქნება ურიგო.

    ლომი

    ეს დღე შესაძლებელია გარდამტეხი გახდეს თქვენი კარიერისთვის, იყავით დაკვირვებული, სწორად შეაფასეთ პერსპექტივები.

    ქალწული

    მიხედეთ საოჯახო საქმეებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა, თუ საჭირო იქნა ნუ მოერიდებით კომპრომისზე წასვლას. კარგად დაუფიქრდით ყოველ ნათქვამ სიტყვას.

    სასწორი

    ნუ ენდობით მხოლოდ სიტყვებსა და დაპირებებს, მოითხოვეთ მეტი სიცხადე და გარკვეულობა, თუმცა ნურც პარტნიორის ინტერესებს დაივიწყებთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ.

    მორიელი

    გაიუმჯობესეთ ფინანსური მდგომარეობა, თქვენ უფრო მეტს მიიღებთ თქვენი საქმიანობით ვიდრე ელოდით.

    მშვილდოსანი

    კარგი იქნება ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, ისინი მიიღებენ თქვენგან საჭირო ყურადღებასა და კეთილგანწყობას ამით კი დარეგულირდება მათთან ურთიერთობები.

    თხის რქა

    შეგიძლიათ მიმართოთ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად. შედეგით კმაყოფილი დარჩებით. იყავით ტაქტიანი და გამოიყენეთ დიპლომატიის ხელოვნება.

    მერწყული

    მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით, მოუსმინე სხვებს, მაგრამ იმოქმედეთ თქვენებურად. ნუ გასცემთ თქვენს გეგმებს, განსაკუთრებით იმ გეგმებს რომელიც თქვენ შემოსავალსა და ფინანსურ საკითხებს ეხება.

    თევზები

    მოუფრთხილდით ფინანსებს, გადაანაწილეთ ბიუჯეტი ყველა საჭირო საკითხისთვის, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავის განებივრებაც, შეიძინეთ რაიმე ისეთი რაც სიამოვნებას მოგგვრით.
    1 659 ნახვა
    12-01-2022, 20:26