თეგებით ძიება

"ნაცები ცხოველებზე უარესები ყოფილან!” - რეზო ამაშუკელის შვილი

პოეტ, რეზო ამაშუკელის ქალიშვილი, ბაია ამაშუკელი იმ უარყოფითი კომენტარების ავტორებს მიმართავს, რომლებსაც, მისი აზრით, მამამისის გარდაცვალება გაუხარდათ.

"მითხრეს, რომ ზოგიერთებს გულზე მოფენიათ მამას გარდაცვალება. მეგონა, ადამიანობის მცირედი მაინც გააჩნდათ ნაცებს. რა უნდა ვთქვა, ამაზე მეტს უფალი ვერაფერს უზამთ. ცხოველებზე უარესები ყოფილან! ნურც მათ ქართველობაზე დამიწყებს ვინმე საუბარს, ქართველი კაცები ასე არ იქცევიან! მე კი გპირდებით, რომ მამას ესტაფეტას ვიბარებ და ბრძოლას ვაგრძელებ ბოლომდე! მამაჩემისნაირი მამა მაგათ არ ღირსებიათ და ვერც ეღირსებათ! მამას ცხოვრებით ცხოვრებას ეგენი ვერასდროს შეძლებენ, რამდენივც უნდა იშოვონ”, – ამბობს ბაია ამაშუკელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა