თეგებით ძიება

10 წლის განმავლობაში პენსია 2-ჯერ შემცირდა – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში პენსია 2-ჯერ შემცირდა. მესამე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პენსიის მინიმალური რაოდენობა 150 დოლარი უნდა იყოს. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

იმ პირობებში როცა დოლარებში ფასები ბოლო 10 წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა. ეს როგორ უნდა გააკეთო, რატომ?! რეალურად პენსია შემცირდა ათი წლის განმავლობაში 2-ჯერ და მეტჯერ თუ გავითვალისიწნებთ ფასბეის ზრდას. პენსია უნდა იყოს მინიმუმ 150 დოლარი, თავის დროზე პენსია ათჯერ მაქვს გაზრდილი ვიცი რაზე ვლაპარაკობ. ჩემ დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ , – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა