თეგებით ძიება

გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა

გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა. ინფორმაცია "ფორმულა" მერის ერთ-ერთ მოადგილე, თამაზ შიოშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის გორის მერის მოვალეობებს, პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს.

ლადო ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობაზე მუშაობა გასული წლის 29 ოქტომბერს დაიწყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა