თეგებით ძიება

ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან სასამართლოზე შეტევა სამწუხარო ტრადიციაა - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე და კიდევ უფრო დაბალი დონე არის შეტევა ინდივიდუალურად მოსამართლის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. ასეთი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც არის სამწუხარო გამოწვევა, ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება", - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა