თეგებით ძიება

ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვადები არ დაუდგენია.

„უკრაინამ უკვე მოგვმართა ნატო-ში მიღების თხოვნით და ნატო-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან ამ საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების კუთხით, რათა ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ეს ნატო-ს უამრავ სამიტზე ითქვა. 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, თუმცა არ გვითქვამს როდის მოხდება ეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა