თეგებით ძიება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0775 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.91 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5268 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2271 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2260 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 იანვრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა