თეგებით ძიება

საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პრეზიდენტს წარუდგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

რაც შეეხება წარდგენილ კანდიდატებს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკონკურსო კომისიამ შეარჩია: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი.

ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარუდგინეს: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტს 6 თვის განმავლობაში იკავებდა და რადგან მან პარლამენტის დეპუტატებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ახლიდან დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა