თეგებით ძიება
15. 01. 2022 COVID - 19

„ომიკრონი“ საფრთხეს უქმნის არავაქცინირებულებს - გერმანელი ექსპერტები

გერმანიამ მიაღწია ინფიცირების ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა (RKI) ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100,000 ადამიანზე 497.1 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინფექციების ახალმა ტალღამ გადააჭარბა ნოემბერში ბოლოს დაფიქსირებულ რიცხვს. ინფექციების მაღალი რაოდენობა გამოწვეულია „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებით.

„ომიკრონი“ უკვე გახდა ქვეყანაში გავრცელებული ვარიანტი, აღნიშნული RKI-ს პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა დაადასტურა.

ექსპერტების ცნობით, „ომიკრონი“ საფრთხეს უქმნის არავაქცინირებულებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის წინა ვარიანტები, ის ასოცირდება უფრო მსუბუქ ინფექციებთან, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციის დაბალ დონეს.

ექსპერტების თქმით, ინფიცირებულთა დიდმა რაოდენობამ შეიძლება კვლავ გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გერმანიაში ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს აქვს მძიმე სიმპტომები.

„ინფექციების ზრდა ჯანდაცვის დაწესებულებებზე ზეწოლას გამოიწვევს, ველოდები, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი, არის დიდი შანსი, რომ ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სისტემისთვის ეს ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა“, - აღნიშნა ტობიას კურტმა, ბერლინის ჩარიტის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა.

გერმანიაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა უმეტესობა 35 წლამდეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა