მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა - ამირან გამყრელიძის პროგნოზი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, "ომიკრონის" ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში დღითიდღე მატულობს.
მისი პროგნოზით,
ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა გარდაუვალია.
"დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში.
დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის.
არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს,განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ, ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება - თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა," - განაცხადა "რუსთავი2"-თან საუბარში ამირან გამყრელიძემ.