თეგებით ძიება
16. 01. 2022 COVID - 19

"თუ "დელტა" 10 ადამიანს ემართებოდა და 2 მძიმდებოდა, "ომოკრონი" 100-ს დაემართება და უკვე 4 გახდება დასაწვენი!" - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია კორონავირუსის "დელტა" და "ომოკრონ" შტამების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფბ მეგობრის სტატუსი ვნახე, სადაც კითხულობდა: "თუ ომიკრონი უფრო იოლად მიმდინარე შტამია, რატომაა ატეხილი ასეთი განგაში, საწოლ ფონდის მოსალოდნელ გადატვირთვაზეო?" ბევრი კომენტარიც იყო, სადაც ახსნას ითხოვდნენ და ვფიქრობ არის ამის აუცილებლობა:

"უფრო ადვილად მიმდინარეობს", სულაც არ ნიშნავს, რომ არ რთულდება. მაგრამ, თუ დელტა შტამის შემთხვევაში ვთქვათ 20% რთულდებოდა (რეალურად, ალბათ მეტიც), ომიკრონის დროს- შეიძლება მხოლოდ 4% იყოს (პროცენტები შედარებისთვისაა მოყვანილი და არა აქვთ სიზუსტის პრეტენზია). მაგრამ გადამდებლობაა ძალიან დიდი! თუ დელტა 10 ადამიანს ემართებოდა და 2 მძიმდებოდა, სასტაციონარე ხდებოდა, იმავე პოპულაციაში ახლა 100-ს დაემართება და უკვე 4 გახდება დასაწვენი! ანუ პროცენტულად 5-ჯერ ნაკლები დამძიმდება, მაგრამ რაოდენობის გამო შეიძლება 2-ჯერ მეტი დაწვეს", - წერს გადელია.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა