თეგებით ძიება
16. 01. 2022 COVID - 19

"12 დღის წინ, სახლში ლანგრით მორთმეულმა კოვიდმა ჩემში შემოსახლებაზე უარი თქვა. აიცერით, აცრა ნამდვილად იცავს" - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინაციის ეფექტიანობაზე წერს:

"მე შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 10%-ში ვარ, რომელსაც კოვიდი არასდროს შეხვდება.
ან შეიძლება ჩემმა წილმა ორმა დოზა “ფაიზერმა” დამიცვა.
ან მარიტას კოვიდმა - იფიქრა, ამას თავისი გაჭირვება ეყოფა, ახლა კიდე მე არ შევეყაროო.
12 დღის წინ, სახლში ლანგრით მორთმეულმა კოვიდმა ჩემში შემოსახლებაზე უარი თქვა.
არადა, 12 დღის წინ, ერთმანეთის მიყოლებით, ფაქტობრივად ერთად დაინფიცირებულმა მეგობრებმა, ასევე ერთმანეთის მიყოლებით დააინფიცირეს ოჯახებიც.
არ ვიცი, რამ დამიცვა, რა იმუნიტეტმა ან რა ძალამ, მაგრამ ეს დღეები, ვერც მარიტას კოცნაზე ვთქვი უარი, ვერც ჩახუტებაზე.
ვიცავდი აუცილებელ წესებს - თუ არ ვკოცნიდი, მასთან ურთიერთობისას ნიღაბი მეკეთა.
მისი ჯაგრისი იდო ცალკე.
მისი პირსახოცი იდო ცალკე.
ჭურჭელი ჰქონდა პირადი (თეფში, ჭიქა და კოვზი ისედაც ყოველთვის პირადი ჰქონდა).
საპირფარეშოს დღეში რამდენჯერმე ვუკეთებდი დეზინფექციას.
დღეში რამდენჯერმე ვანიავებდი სახლს.
ამ დილით ჩემი PCR კვლავ უარყოფითი მოვიდა.
სამაგიეროდ შემრჩა ხელები ქიმიური დამწვრობით, რომლებსაც მალე მოვიშუშებ, ეგ არაფერი :დ
და კიდე ცოტა ფსიქიკა მორღვეული, მაგასაც მოვუვლი :დ
აიცერით, აცრა ნამდვილად იცავს.
პირბადე გაიკეთეთ, პირბადეც ნამდვილად იცავს.
ხელებიც ხშირად დაიბანეთ. სუფთა ხელებიც გვიცავს (თუმცა, მაინც და მაინც, ჩემნაირად ქიმიური დამწვრობის მიღება არ არის აუცილებელი :დ)
ამ 12 დღეში ვატრიალე გონებაში კადრებად ყველა ის უბედური, სასტიკი ისტორია, რაც კი ამ ორი წლის განმავლობაში მისმენია რესპონდენტებისგან, მათი ოჯახის წევრებისგან.
ყველა მსგავსი შესაძლო სცენარი დავდგი და განვასახიერე ჩემს წარმოსახვებში, მაგრამ მაინც მოვუგე უთანასწორო ფსიქოლოგიური ომი კოვიდს.
რად დამიჯდა, მარტო მე ვიცი, მაგრამ ხო მოვუგე", - წერს თარხნიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა