თეგებით ძიება
17. 01. 2022 COVID - 19

ნახეთ, რა გადაწყვეტილება ამოქმედდა დღეიდან ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის?

17 დეკემბრიდან საქართველოში იმ პირებისთვის, ვინ ვაქცინირებულია და კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, იზოლაციისა და კარანტინის ვადა მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, არავაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადა არ შეიცვლება.

„ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადა იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე 10 დღის ვადაა განსაზღვრული. სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ცვლილებებია კონტაქტებისთვის კარანტინის ვადებთან დაკავშირებითაც.

თუ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი უკვე ორი ან სამივე დოზით ვაქცინირებულია, ვაქცინის გაკეთებიდან 90 დღის ვადაში მას კარანტინის გავლის ვალდებულება ეხსნება.

ასევე პირებს, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში პირბადის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

არავაქცინირებული ადამიანები კი რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში მათ უნდა გამოიყენონ პირბადე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა