კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3066 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 999 343-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 931 507 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 481 პაციენტი ემსხვერპლა.