თეგებით ძიება
17. 01. 2022 COVID - 19

საქართველოში „ომიკრონის“ 1 189 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 189 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 066 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 999 343-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 931 507 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 481 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.69%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა