თეგებით ძიება

10-წუთიანი ბრიფინგი მთავრობაში - ირაკლი ღარიბაშვილს დევნილის გარდაცვალებაზე არაფერი უთქვამს

პრემიერმინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტრადიციული ბრიფინგი გამართა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითად დენის სუბსიდირებაზე, მედიკამენტების გაიაფებასა და ღვინის ექსპორტზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილებისა და ერთ-ერთი მათგანის მიერ სიცოცხლის თივთმკვლელობით დასრულების შესახებ.

ტრაგედია დევნილთა დასახლებაში გუშინ მოხდა. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ქმედებით კი შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა