„გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა“ - რომან გოცირიძე
ევროოპტიმისტების თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელშიი წერს:
გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა. პანიკურად აკონვერტირებენ ლარებს დოლარებში. ვამბობდი, რომ არნახული ოდენობის დოლარები გაიყიდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში ამათი მავნებლური საარჩევნო კამპანიის გამო, 400 მილიონი დოლარამდე. წარმოუდგენლად ეჩევენებოდა ყველას. სინამდვილეში გადასცდა უკვე ამ რიცხვს. ნუ გაგვიკვირდება, რომ ნახევარ მილიარდსაც თუ მიაღწევს თვის ბოლომდე. მერე რა მოხდება და საიდან მოვა ლარის გადადსარჩენი ვალუტა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
თუ რამდენი გაიყიდა ბოლო ორ თვეში, ამას ოფიციალურად, სამწუხაროდ, გავიგებთ მხოლოდ 25 ნოემბერს, როცა ურემი გადაბრუნებული იქნება. ასეთი წესი აქვს დადგენილი ეროვნულ ბანკს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა გაყიდონ რეზერვები, ახლა სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ, რომ არ ამბობენ, რა მოხდა, რატომ მოხდა და ხელს რომ აფარებენ “ოცნებას”, ეს არანაკლები დანაშაულია - წერს გოცირიძე.