თეგებით ძიება

„როდესაც ვიღაც, ვისაც შეიძლება ერთი ღამეც არ გაუთენებია ქვეყნისთვის, შემოუტრიალდება და მონას და რუსს დაუძახებს ამ ადამიანებს, უბრალოდ საწყენია“ - ოთარ ჩრდილელი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ოთარ ჩრდილელი სციალურ ქსელში წერს:

უმძიმეს დროებაში, გვიწევს ცხოვრება. 

ჩვენს თვალწინ იცვლება - მსოფლიო წესრიგი. 

ასეთი ადრეც მომხდარა, თუნდაც: 

კონსტანტინეპოლის დაცემა,

ვესტფალიის ზავი, 

ვერსალის ხელშეკრულება, 

უკანასკნელად მსოფლიო (ევროპის) რუკაზე გადანაწილდა და კონტურები შემოიხაზა პოტსდამის კონფერენციისას. 

რის შემდეგაც, წვალებით, ჯახირით და ინერციით, აქამდე მოვედით.

ეს ისე -ტვინი, რომ არ მოვადუნოთ-განსჯისათვის:

ახლა კი, ვისთვისაც მნიშველოვანია ფაქტები და არა აღქმები, 

2012 წლიდან, საქართველომ:

ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, 

ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან, 

ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და სწორედ ამის შემდეგ 

დავფრინავთ -შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ, მანამდე 

სააკაშვილის, გვარამიას და კოლექტიური ნაცმოძრაობის 

10 წლიანი 

ხელისუფლებაში ყოფნის დროს

სხვადასხვა საელჩოებში თვეობით, დამამცირებელ რიგებში ყოფნა და ვიზა იყო საჭირო .

ბოლოს კი მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 

და ევროპული პერსპექტივა .

ეს მცირედია ჩამონათვალის და ასე ჩამოსაწიკწიკებლადაც კი - არ არის ადვილი და 

ეს  შედეგი, რომ დამდგარიყო -რამდენ პრინციპზე მომიწია პირადად მე ან ჩემს მეგობრებს უარის თქმა, ბევრჯერ უკანაც დავიხიეთ

რამდენი უსამართლო ლანძღვა, გინება, მუქარა, ქილიკი თუ ლაზღანდარი ავიტანეთ და გავატარეთ

ხოლო დღეს, როდესაც ვიღაც, რომელსაც შეიძლება 1 ღამეც არ გაუთენებია ქვეყნისთვის-შემოუტრიალდება და: მონას და რუსს დაუძახებს ამ ადამიანებს, უბრალოდ საწყენია. 

ცხოვრების არც ერთ ეტაპზე - ჩემი ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ, ნაბიჯი არ გადამიდგამს .

უნებლიე ადამიანური შეცდომა - კი ბატონო, მაგრამ არა დანაშაულებრივი და გამოუსწორებადი. 

გააკეთე სწორი ანალიზი და თავად ეს გაკეთებული საქმეები გაგინათებს გზას, 

თუ ვის - უნდა მისცე ხმა.

და შესაბამისად ანდო, ქვეყნის ბედი.

ღმერთი ჰფარავდეს

დედა სამშობლოს - წერს ოთარ ჩრდილელი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა