თეგებით ძიება

თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ - პრეზიდენტი

ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება , - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვადებში დასახელდება პრემიერმინისტრის კანდიდატურა, სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

"ქარტია ასწავლებინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერმინისტრს, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ერთმანეთის ყველაფერი გავითვალისწინოთ და მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში, ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს და ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, როდის შევთანხმდებით. ასევე არსებობს საკონსტიტუციო ვადები. ამ ვადებში უნდა იყოს წარდგენილი პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება ალბათ, საუბრები იქნება, ეს არის დემოკრატია. ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში. ბევრად უფრო მარტივია ერთი კაცის ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არის საზოგადოებისთვის მარტივი და მისაღები".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა