თეგებით ძიება

ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ - რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი - პრეზიდენტი

ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნებას ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას , - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას.

კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, მათ შორის უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობების კუთხით. ვგულისხმობ, იგივე, პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს და სანქციების დაწესება-არდაწესების თემას“.

პრეზიდნეტის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები დაკავშირებული იქნება რუსეთთან ურთიერთობებთან.

„არა მგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იყოს დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებთან. პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას, რათა ჩვენ შევასრულოთ ის, რაც წერია „ქართულ ქარტიაში“, რაც საკმაოდ ნათელიცაა და რთულიცაა გასაკეთებლად. რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი, ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს შორის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა