თეგებით ძიება

ლევან ხაბეიშვილის სიტყვები "დაღრეჯილი" და "ნარკომანი" "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს არ ეკუთვნოდა - განახლებული მასალა

რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა - თითქოს მან ოცნების ამომრჩევლებს „დაღრეჯილები“ და „ნარკომანები“ უწოდა.

სინამდვილეში, მის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს კონკრეტული ადრესატები ჰყავდა და არა ზოგადად ქართული ოცნების ამომრჩევლებს, არამედ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილზე თავდამსხმელებს მიემართებოდა. 

ლევან ხაბეიშვილმა, "ქართული ოცნების" დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ასეთი რამ განაცხადა:

“ლევან გოგიჩაიშვილს გაუსწორდნენ გუშინ და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მე სოციალურ ქსელში ამას გამოვეხმაურე და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო, მაგრამ ის დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, ხო, ახლა მე მართლა შეურაცხყოფას არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ, აი, სახეზე რომ აწერიათ, არ ვიცი, როგორ გითხრათ, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ხო, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, არც ერთი არ იყო ფხიზელი, მე რასაც ვუყურებდი, ანუ ეს არის, ასეთ მოკრიმინალო, დამპალ სისტემაზე, გახრწნილ სისტემაზე დგას ბიძინა ივანიშვილი”.

23 ოქტომბერს, საღამოს, გიორგი გახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი პარტიის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ. ოპოზიციური პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ პირებზე მიუთითებს და გახარიამ აღნიშნა: “ოცნების” ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა.” 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა