თეგებით ძიება
17. 01. 2022 COVID - 19

დღის განმავლობაში, შესაძლოა ინფიცირების რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვქონდეს - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა უახლოეს მომავალში, ეპიდვითარების საგრძნობლად გაუარესებაზე საუბრობს.

„სხვადასხვა პროგნოზებია კვლევებზე დაყრდნობით, რომ დღის განმავლობაში, შეიძლება გვქონდეს რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა. როდესაც დღეში რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვექნება, უნდა მოხდეს სწორი ტრიაჟი პაციენტების რომ მსუბუქ პაციენტებზე გადაიდოს გარკვეულწილად ტესტირება, მათი მართვა ბინაზეც შესაძლებელია ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ხოლო ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია ან აქვთ სხვადასხვა ფონური დაავადებები, მათი ტესტირება უნდა მოხდეს.

სხვა შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა, როდესაც მძიმე პაციენტების დროული გამოვლენა ვერ მოხდება და გაგვეზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და ლეტალობაც“, - განაცხადა ინფექციონისტმა „კვირას“ პრესკლუბში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა