თეგებით ძიება
18. 01. 2022 COVID - 19

თბილისი 4 171, აჭარა 801 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13,34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.26%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

- თბილისი - 4 171

- აჭარა - 801

- იმერეთი - 792

- ქვემო ქართლი - 285

- შიდა ქართლი - 380

- გურია - 193

- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302

- კახეთი - 263

- მცხეთა-მთიანეთი - 171

- სამცხე-ჯავახეთი - 108

- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც: 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 614, იმერეთში - 827.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22. 2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 581- აჭარაში. 51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა