არ უნდა გავთამამდეთ! ომიკრონიც იწვევს მდგომარეობის გართულებას და დამძიმებას - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს.
"მოგეხსენებათ ეს ორი მძლავრი თეორია, რაც დღეს ცირკულირებს მსოფლიოში, რომ "ომიკრონი" შეიძლება გახდეს ამ პანდემიის დასრულების დასაწყისი და მისი ენდემურ ინფექციად გადაქცევის, ან მეორე, რომელსაც ჯერჯერობით უჭერენ მხარს, რომ ვიყოთ ფრთხილად, არ უნდა მოვდუნდეთ. თუ ივლისის თვისთვის მოსახლეობის 75% არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია, ისევ ახალი შტამი წარმოიშვას. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა გახლავთ სწორედ არაიმუნურ ფენაში. ხაზს ვუსვამ, არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტანთ. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და იწვევს დამძიმებას. ამიტომ სჯობს, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, - თქვა გამყრელიძემ.