თეგებით ძიება

კობახიძის სიძე დევნილის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის - დავით ფაცაცია(ვიდეო)

დევნილის თვითმკვლელობა მთავრობის იგნორის გამო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი, ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია დუმილს "ტვ პირველთან" არღვევს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ოჯახის წევრი სანატორიუმ "ქართლში" დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებიც ბოლო დღეებში პროტესტს გამოთქვამენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი "პირველებთან" აღიარებს, რომ 52 წლის ზურაბ ქირიას უმძიმესი სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა მხოლოდ მათთან ასვლით შემოიფარგლა.

ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. პირველ რიგში გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან, მათი პრობლემების გასაზიარებლად"- თქვა ფაცაციამ.

კითხვაზე, რატომ არ მივიდა ქირიას სამძიმარზე, ფაცაცია აცხადებს, რომ მოსალოდნელ პროვოკაციას აარიდა თავი.

"სამძიმარზე არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ იქ არის ძალიან დიდი პროვოკაციის ჯგუფი, რომელიც შეეცდება რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს. იქ არიან ნაციონალური მოძრაობა პროვოკატორები, რომლებიც იყენებენ დევნილთა ინტერესებს. ენმ- არის ძალა, ვისაც გვამებზე შეუძლია გაიაროს"- თქვა ირაკლი კობახიძის სიძემ.





წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა