თეგებით ძიება

ხდება თუ არა ენმ კიდევ უფრო რადიკალური - რას მოასწავებს პარტიაში ახალი სამდივნოს შექმნა

18 იანვარს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამით ენმ-მ კომპლექსური პოლიტიკის გატარება ამჯობინა - პარტია არც ქუჩას დაანებებს თავს, მაგრამ იმუშავებს პარლამეტშიც. ამასთან, სამდივნოს შემადგენლობა პარტიაში რადიკალური ფრთის გაძლიერებაზე მიანიშნებს.

პოზიციები სამდივნოს შემადგენლობაში ასე გადანაწილდა:

1. გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი

2. გენერალური მდივნის მოადგილე - ადმინისტრაციული საკითხების მდივანი - ზურა მელიქიშვილი

3. საგარეო საკითხთა მდივანი - თინათინ ბოკუჩავა

4. ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე

5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი

6. რეგიონალური მდივანი - გიორგი ბოტკოველი

7. საორგანიზაციო მდივანი - ბაჩო დოლიძე

8. იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი - ლევან ბეჟაშვილი

9. სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი - ნიკა ობოლაძე

10. სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი - ანა გოგოლაძე

11. ანტიკორუფციული საკითხების მდივანი - ლევან ხაბეიშვილი

12. პოლიტიკური მდივანი - აკაკი მინაშვილი

13. მედიასთან ურთიერთობის მდივანი - გიორგი პატარაია.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პარტიის რეორგანიზაციის შემდეგ სრულიად მოსალოდნელი იყო ახალი სამდივნოს წარდგენა. ეს ნიშნავს, რომ ენმ-მ კომპლექსური პოლიტიკის გატარება ამჯობინა - პარტია არც ქუჩას დაანებებს თავს, მაგრამ იმუშავებს პარლამეტშიც. ხოლო ის, თუ რა შედეგს მოუტანს აღნიშნული ცვლილებები დღევანდელ პოლიტიკურ ველზე არსებულ პროცესებს, მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

„იმ რეორგანიზაციის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" განახორციელა, სრულიად მოსალოდნელი იყო სამდივნოსა და პერსონალის ცვლილებები. ამასთან, ნათქვამია, რომ ახალი შემადგენლობა ბევრად უფრო რადიკალური და აქტიური იქნება. ეს პოლიტიკაა და ამ პოლიტიკის შესაბამისად ხდება კადრების შერჩევა-გადაჯგუფება და ახალი სამდივნოს ჩამოყალიბებაც. როგორც ჩანს, აღნიშნული პერსონალი მორგებულია დღევანდელ პოლიტიკას და არა პირიქთ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ რადიკალიზმის და არა მხოლოდ ამის, არამედ კომპლექსური პოლიტიკის გატარება ამჯობინა, იმიტომ, რომ აპირებენ პარლამენტში მუშაობასაც. ვნახოთ რა იქნება ამ ცვლილებების შემდეგ, რა განწყობები გაჩნდება საზოგადოებაში ენმ-ის მიმართ. თუმცა, ქუჩას და რადიკალიზმს, რომ არ მოეშვებიან ეს ფაქტია. როგორც ჩანს, ცვლილებებიც სწორედ ამ მიმართულებით იქნა განხორციელებული", - განაცხადა ძაბირაძემ.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა