თეგებით ძიება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 30 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 30 დეკემბერს ახალგორის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნული ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ახალგორში საყოფაცხოვრებო ნივთები გასაყიდად გადაიტანეს. ისინი რუს მესაზღვრეებთან თანამშრომლობით სოფელ სალბიერის მიდამოებში უკანონოდ დააკავეს, „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში“ მისცეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევეს. გასაყიდად გატანილი საქონელი კი ამოღებული.

ასევე დადგენილია მესამე პირის ვინაობაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიქცა და ოკუპანტებმა მისი დაჭერა ვერ შეძლეს.

გარდა ამისა, „ჯარიმის“ სახით (თითოეული ათი ათასი რუბლი) პასუხისგებაში მიცემულ იქნა ცხინვალის სამი მცხოვრები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ საქონლის გადაზიდვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა