თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0825 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.15 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4980 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5130 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.50 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2293 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.1990 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 იანვრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა