თეგებით ძიება

პარალიზებული სოციალური სერვისები - გაფიცულებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდება

თბილისში გაფიცული სოციალური აგენტები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას შეხვდებიან.ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დღეს შედგება და ცნობილი გახდება დააკმაყოფილებს თუ არა მინისტრი გაფიცულების მოთხოვნებს.

"ხელფასის 100%-იან მატებას ვითხოვთ, ასევე 1 წლიან ხელშეკრულებას და ტრანსპორტირების ხარჯი რაც მთავარია აგენტებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს რაიონებში, დიდი იმედებით არ ვართ ეხლა მაინცდამაინც, რომ დღეს ყევლაფერი გადაწყდება, ველოდებით შემოთავაზება რა იქნება, განვიხილავთ იმასაც, რომ გვქონდეს პროტესტის უკიდურესი ფორმაც შიმშილობაც", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

სოციალურმა აგენტებმა მუშაობა ერთი კვირის წინ შეწყვიტეს და გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაორმაგებას და 1 წლიან ხელშეკრულებებს მოითხოვენ. ამ ეტაპზე სოციალური სერვისების მიღება მოქალაქეებისთვის ვერ ხერხდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა